დავით ბაქრაძე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდებს, ლანჩხუთში, სოფელ მოედნის მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდებს, რომ „დაინტერესდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი მოედნის თემით, შეწყდეს იქ მაცხოვრებლების მოტყუება და უახლოეს მომავალში დაიწყოს ხიდის აღდგენა“. „ორ წელზე მეტია სოფელი პრაქტიკულად შუაშია გაწყვეტილი, იმის გამო, რომ ხიდია ჩანგრეული. ადამიანებს უწევთ შემოვლითი, რამდენიმე კილომეტრიანი გზით სიარული. არის რამდენიმე ოჯახი მდინარის პირას რომელიც წყლის ადიდების შემთხვევაში პრაქტიკულად მოწყვეტილია გარე სამყაროს. ეს ყველაფერი პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების სრული უყურადღებობის შედეგია. წლები გადის და არ ხდება სოფლის ხიდის აღდგენა, წლები გადის და არანაირ ყურადღებას არ აქცევს ადგილობრივი ხელისუფლება ამ ადამიანებს და სოფლის პრობლემას. ამიტომ მინდა მოვუწოდო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ჩვენ აუცილებლად საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატში ამ საკითხს დავაყენებთ, რომ დაინტერესდნენ ამ თემით და უახლოეს მომავალში შეწყდეს ამ ადამიანების მოტყუება. მოტყუება იმიტომ, რომ ყოველდღე ეუბნებიან, რომ მომავალ თვეში დავიწყებთ და 2 წელია უკვე სოფელი შუაზეა გაყოფილი. შეწყდეს ამ ადამიანების მოტყუება და უახლოეს მომავალში დაიწყოს ამ ხიდის აღდგენა“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში მოსახლეობას ხიდის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივების განცხადებით ხიდი რომელიც 3 სოფელს აკავშირებს დაახლოებით 2 წელია ჩანგრეულია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მასთან საუბარში სოფელი მოედანის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ და მათ დანგრეული შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა