დონალდ ტუსკი - „დიდი შვიდიანის“ სამიტი ერთიანობისა და სოლიდარობის რთული ტესტი იქნება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელსაც ბიარიცი მასპინძლობს, „ერთიანობისა და სოლიდარობის რთული ტესტი იქნება“. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

დონალდ ტუსკის თქმით, „დიდი რვიანის“ წევრებს შორის სავაჭრო ომი მათ შორის ნდობის დაკარგვას შეუწყობს ხელს.

ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზებას, ჯგუფში რუსეთის დაბრუნების შესახებ.

რაც შეეხება „ბრექსითის“ თემას, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუდამ მზად იყო „ბრექსითისა“ და „შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარის თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობისთვის“, თუმცა დასძინა, რომ ერთადერთი რამ, რაზეც ბლოკმა არ უნდა ითანამშრომლოს, შეთანხმების გარეშე გასვლაა.

მისივე თქმით, ბორის ჯონსონს არ ენდომება ისტორიაში „მისტერ შეთანხმების გარეშეს“ სახელით შევიდეს.

საფრანგეთის ქალაქი ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი დღეს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ომს, ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამასთან, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარი უნდა იყოს, რომელიც „საერთაშორისო კრიზისია.“

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს