ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან საწარმო „იუგოსტალკის“ ზევით, ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა გაჭრეს ტყე, გაიყვანეს გზა, მოაწყვეს პოსტი და აღმართეს საქართველოს დროშა, რითიც დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი“, - განაცხადა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ შექმნილი სიტუაციით უკიდურესად აღშფოთებული და შეშფოთებულია.

„განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ეს ხდება რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მორიგი წლისთავის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის წინ, რომელიც 29 აგვისტოს არის დაგეგმილი“, - განაცხადა ჯიოევმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმ რაიონში შენიშნეს „პიკაპის“ ტიპის ორი ავტომობილი და შავ ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ჯიოევის თქმით, სოფლის მცხოვრებლები „ძალიან შეშფოთებული არიან“.

მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მხარე ამ პროვოკაციის შეწყვეტას მოითხოვს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოში, ასევე ეუთოს და ველოდებით მათგან კონკრეტულ ნაბიჯებს და რეაქციას. სამხრეთ ოსეთის მხარემ არაერთხელ შესთავაზა საქართველოს ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების გამართვა საზღვრის დასაფიქსირებლად, მაგრამ თბილისი ჯიუტად უარზეა“, - განაცხადა ჯიოევმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა