ფესტივალ Echowaves-ზე მსმენელის წინაშე BOSTON 168 წარსდგა

ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ის მესამე დღეს, ბოქსის სცენაზე მსმენელის წინაშე ერთ-ერთი ჰედლაინერი, BOSTON 168 წარსდგა. ორი იტალიელი მუსიკოსის დუეტი ქართველ მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გვიან ღამით ფესტივალის ერთ-ერთ ბოქს-სთეიჯზე გამართულ ივენთს უამრავი ვიზიტორი დაესწრო.

რაც შეეხება თავად Echowaves-ს, ფესტივალი დღეს დაიხურება. წელს ანაკლიას სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. მსმენლის წინაშე ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. ხვალ, დილის 8 საათიიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. კუნძულის სცენა იმუშავებს.

ფესტივალი Echowaves საქართველოში EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორე იმართება. საქართველოში მას Check In Georgia წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა