დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ინფორმაციები შემოდის, რომ სინაგურთან საქართველოს პოლიციის ობიექტისთვის მშენებლობა გრძელდება

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

„კომიტეტში შემოდის ინფორმაციები, რომლის თანახმად, 25 აგვისტოს დილით დასახლებულ პუნქტ სინაგურთან, საქართველოს პოლიციის ობიექტისთვის მოედნის მშენებლობა გრძელდება. სავარაუდოდ, პოლიციის პოსტი აღჭურვილი იქნება საცხოვრებელი ვაგონებით“, - განუცხადეს დე ფაქტო უწყებაში სააგენტო „რეს“-ს.

„უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება აპირებს განახორციელოს იმ გზის კაპიტალური რემონტი ბეტონის საფარით, რომელიც პოლიციის პოსტს დასახლებულ პუნქტ პერევთან აკავშირებს.

„უშიშროების კომიტეტი“ აცხადებს, რომ ქართული მხარის აღნიშნული ქმედებები ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ხელს არ უწყობს სტაბილურ მდგომარეობას „საზღვართან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა