კონსტანტინ ზატულინი - მოსკოვი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს

არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი დამოკიდებულია რუსეთის მხარდაჭერაზე და აბსოლუტურად შეუძლებელია იმ სიტუაციის წარმოდგენა, როდესაც აფხაზეთში, არჩევნების შედეგად მოვა ადამიანი, რომელიც რუსეთისადმი მტრულად არის განწყობილი“ , - განაცხადა ზატულინმა.

დუმის დეპუტატმა პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები დესტაბილიზაციის საბაბად არ უნდა იქცეს.

მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოსკოვი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს - კონსტანტინ ზატულინი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა