აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებიან, მათ შორის გერმანიიდან

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები“ ყველანაირ სამართლებრივ და დემოკრატიულ ნორმასა და სტანდარტს შეესაბამება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი არაფერი უთქვამს. ეს ისევ ის პროპაგანდისტული შტამპია, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში გააჩნია საქართველოს და მის მუდმივ ტირაჟირებას ახდენს. ერთადერთი, რაც ამ კონტექსტში შემიძლია ვთქვა, არჩევნები ყოველგვარ სამართლებრივ და დემოკრტაიულ ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამება და მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, „არჩევნებს“ ესწრებიან დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, გერმანიიდან. მისივე განცხადებით, პროცესები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ „სახელმწიფო სამართლებრივ კალაპოტში ვითარდება“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს