ვლადიმერ კონსტანტინიდი - ინფორმაცია გავრცელდა, რომ  აფხაზეთში გერმანიიდან ორი დამკვირვებელი იმყოფება, თუმცა,  ეს ვერ ჩაითვლება ოფიციალურად, რადგან ისინი კერძო ვიზიტით იმყოფებიან

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანიიდან ორი პირი იმყოფება, თუმცა, მათ ლეგიტიმაცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის თაობაზე არ აქვთ.

როგორც კონსტანტინიდმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, საგარეო უწყებისთვის ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან ბერლინის ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი და ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიზერი.

კონსტანტინიდის ინფორმაციით, „ორივე პირი ულტრა-მემარჯვენე ორიენტაციის პარტიიდან არის.

„გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში გერმანიიდან დამკვირვებლების ჩასვლის შესახებ, თუმცა, ეს ვერ ჩაითვლება ოფიციალურად, რადგან კერძო ვიზიტით იმყოფებიან აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებას, მათ არ აქვთ არანაირი რწმუნება და ვერც ექნებათ სახელმწიფო უწყებიდან ამ „არჩევნებში“ რაიმე ფორმით დამკვირვებლად წარმოდგენაზე. მოგეხსენებათ, რომ როდესაც სადამკვირვებლო მისიაში იმყოფება ესა თუ ის პირი, მას პირველ რიგში საკუთარი სტრუქტურიდან, ორგანოდან უნდა ჰქონდეს რწმუნება და ოფიციალურად უნდა იმყოფებოდეს იქ. მაგრამ ასე ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან წინასწარი კომუნიკაცია გვქონდა ყველა დედაქალაქში, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებზე ინფორმაციამაც აფხაზურ პრესაში გაიჟღერა. მივიღეთ პრევენციული ზომები და პარტნიორი ქვეყნები გავაფრთხილეთ, რომ არ მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი ქმედება. რაც შეეხება ჩინეთიდან დამკვირვებლების ყოფნას, ამას ამ მომენტისთვის ვერ დავადასტურებთ, არ არის ასეთი ინფორმაცია“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად შეაფასა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა