ვლადიმერ კონსტანტინიდი - აფხაზეთში ჩატარებული  ეთნიკური წმენდის შედეგად, ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი, ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება

იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც კონსტანტინიდმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საოკუპაციო ძალის უკანონობის ფონზე ვერც ე.წ. არჩევნების სამართლებრივ შედეგებზეც ისაუბრებს.

„იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად და ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ, ბუნებრივია, ამ „არჩევნებს“ ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სამართლებრივ შედეგებზეც ვერ ვისაუბრებთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალა ადგილზე ახორციელებს კონტროლს და ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ამ უკანონობის ფონზე, ამ "არჩევნებს" ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, მიუხედავად ზატულინის განცხადებისა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლოდინი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ე.წ. არჩევნებსაც დაგმობს.

„საგარეო უწყებას არაერთხელ დაუყენებია ეს საკითხები და პრევენციულ რეჟიმშიც სვამს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რაზეც გვაქვს მოლოდინი, რომ სერიოზული განცხადებები გაკეთდება. იცით, საერთაშორისო მიდგომა იქ მიმდინარე უკანონობაზე, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი ივლისში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ცხინვალის რეგიონში, რაც თანამეგობრობამ ერთხმად დაგმო და არალეგიტიმურად ცნო ეს ე.წ. არჩევნები“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ცნობისთვის, რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება, განაცხადა, რომ არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს. დუმის დეპუტატმა პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები დესტაბილიზაციის საბაბად არ უნდა იქცეს.

მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს,

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა