ჯემალ გამახარია - ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები“ წარმოადგენს მორიგ ძალადობას კანონზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და საერთაშორისო სამართალზე

აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელიც დღეს იმართება, წარმოადგენს მორიგ ძალადობას კანონზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალზე, - ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნებს“.

ჯემალ გამახარია დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნებს“ არ აღიარებს.

„დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამჯერადაც ერთსულოვანი იქნება და არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნების“ სახელწოდებით გათამაშებულ ფარსს. მასზე მოსკოვის გავლენის ამა თუ იმ აგენტის დასწრება ზოგიერთი სახელმწიფოდან და მათ მიერ „არჩევნების“ დემოკრატიულად აღიარება, ვერანაირად ვერ მიანიჭებს მას ლეგიტიმურობას.

შეუძლებელია ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია; ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური წმენდა და გენოციდი განხორციელდა და რომელიც სრული ქაოსისა და განუკითხაობის მორევშია ჩაფლული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეოკუპაციამდე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნებამდე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს დევნილობაში მოქმედი უმაღლესი საბჭო და მის მიერ დანიშნული მთავრობა. ცრუ არჩევნების შედეგები კი ბათილია!“ - განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა