რუსული მედია - გერმანელი დეპუტატების ინფორმაციით, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები  დემოკრატიულად მიმდინარეობს

რუსელი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი „საერთაშორისო დამკვირვებლები“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აფხაზეთში იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი შტეფან კოიტერი, ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი და ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

„იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, არჩევნები მართლაც დემოკრატიულად მიმდინარეობს, ზეწოლის გარეშე. განწყობა ყველგან მშვიდი იყო. მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა“ , - განაცხადა კოიტერმა.

ამასთან, გუნარ ლინდემანის თქმით, „არჩევნები ევროპული სტანდარტით, თავისუფლად მიმდინარეობს“.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არავის უკარნახია ადგილები, თუ სად უნდა მივსულიყავით. ამას ჩვენ ვწყვეტდით“ , - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ..საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები, რომელთა რაოდენობა 152-ს შეადგენს, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციური პარტია „ამცხარას“ წარმომადგენელი ალხას კვიცინია, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტარბა და ე.წ. თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ოლეგ არშბა.

„არჩეულად“ ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც „არჩევნებში“ მისული ამომრჩევლის ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს. „არჩევნები“ ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტი მივა.

„არჩევნებზე“ „პრეზიდენტთან“ ერთად, „ვიცე პრეზიდენტის“ არჩევაც ხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს