ედგარს რინკევიჩსი - ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ლატვია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ოკუპირებულ აფხაზეთში კვირას ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება „ტვიტერზე“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არანაირი სამართლებრივი ეფექტი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ და მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ - წერს რინკევიჩსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო