აზერბაიჯანი და ფინეთი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებენ

აზერბაიჯანი და ფინეთი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობენ. აზერბაიჯანი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს არ აღიარებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლეილა აბდულაევა „ტვიტერზე“ წერს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მის შედეგებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს ფინეთიც.
„ფინეთი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ სრულ მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაღიარებთ 25 აგვისტოს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს,“ - აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

























