კახა კალაძე - ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, არის აბსურდი და მოგონილი, ამას სისულელეს დავარქმევდი

ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ეს არის აბსურდი და მოგონილი. ამას სისულელეს დავარქმევდი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის უმრავლესობის წევრ ბიძინა გეგიძეს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს გეგიძის მოსაზრების შეფასებისას განუცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი და გაცილებით კომფორტული იყოს.

რაც შეეხება გეგიძის გუნდიდან გარიცხვას, კალაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

"მისი განცხადებები არ მომისმენია, ამიტომ შეფასებების გაკეთება გამიჭირდება. ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონს, ამაში ვერ დავეთანხმები. ეს არის აბსურდი და მოგონილი. ამას სისულელეს დავარქმევდი. 2012 წლის მერე რა ცვლილებები და მიდგომები განხორციელდა და პარტია "ქართულმა ოცნებამ" რაც გააკეთა, არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, შეცდომები შეიძლება ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, შეიძლება ქვეყანაში იყოს პრობლემები ბევრი მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი და გაცილებით კომფორტული. ქვეყნაში იყოს მეტი კეთილდღეობა, რომელიც უნდა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუ იქნება მსჯელობა, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია",- განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრმა ბიძინა გეგიძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას, სადაც საუბარია სამართლიანობასა და თავისუფლებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა