ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა

ანაკლიაში, ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა. მეოთხე დღეს მსმენლის წინაშე ჰედლაინერები - ეიჩ ვი ოუ ბი, კლეპტონი, ვრილი და დაქს ჯეი წარსდგნენ. ფესტივალი Echowaves-ი საქართველოში, EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორედ გაიმართა. საქართველოში მას Check in Georgia წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Echowaves-დან აცნობეს, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედიის წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარ მიზანს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ქვეყანაში ტურიზმის, რეგიონში კი ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს ანაკლიის ფესტივალს 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები.

„ანაკლიის სანაპიროზე მუსიკის გარდა ფეტსივალის ორგანიზატორებმა სტუმრებს არაერთი სპორტულ გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზეს. ასევე ყოველდღე ეწყობოდა ფერების შოუ, იოგის მასტერკლასი და სხვადასხვა სპორტული აქტივობები. სტუმრებს სანაპიროზე დაახლოებით 15 ბარი ემსახურებოდა.

„წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა