ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აფხაზეთში რუსული გავლენის ქვეშ მყოფი გერმანელი დეპუტატები იმყოფებიან და მათი დამკვირვებლად ჩაყვანაც რუსულმა მხარემ დააფინანსა

ეს ადამიანები რუსული გავლენის ქვეშ იმყოფებიან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, "აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე" გერმანიიდან ორი დეპუტატის დამკვირვებლად ყოფნის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულს ის გარემოება მოწმობს, რომ მათი აფხაზეთში ვიზიტი რუსული მხარის მიერ დაფინანსდა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო პრევენციულ რეჟიმში მუშაობდა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებზეც გაიჟღერა გარკვეულმა ინფორმაციამ. გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო ციფრი ე.წ. დამკვირვებლებისა, რომ არა ჩვენი პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება ორ დეპუტატს გერმანიიდან, მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომელსაც ისინი წარმოადენენ. ეს იყო მათი პირადი ვიზიტი, გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან ულტრამემარჯვენე პარტიიდან, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ მათი ვიზიტის დაფინანსება განხორციელდა რუსული მხარის მიერ მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებული იყვნენ, რომ დაარღვევდნენ როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ქართულ კანონმდებლობას",- განაცხადა კონსტანტინიდმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა