ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან იყოს დაკავშირებული

საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა, აღიარებასთან იყოს დაკავშირებული და პრევენციის რეჟიმში ვეყრდნობით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 11 წლის წინ რუსეთის და რამდენიმე ქვეყნის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობის" აღიარების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

"რამდენიმე ქვეყანამ ვერ გაუძლო ზეწოლას და მათ მოახდინეს აღიარების გამოცხადება, თუმცა ჩვენი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ორმა ქვეყანამ უკან წაიღო აღიარებები. მთელი საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო უწყება აქტიურდ მუშაობს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა, აღიარებასთან იყოს დაკავშირებული და პრევენციის რეჟიმში ვეყრდნობით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რისი ერთ-ერთი კარგი მაგალითიც არის აშშ-ის ფისკალურ დოკუმენტში ასახული ჩანაწერი", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა