მამუკა არეშიძე - ამ არჩევნებზე კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, რადგან ულაპარაკო ლიდერი არ არის, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ

კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, ზოგადად, ამ არჩევნების მიმართ, რადგან არ არის ულაპარაკო ლიდერი, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ, - ასე აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ვინ გახდება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილების მოლოდინი არ არსებობს.

“საინტერესო შედეგი დაიდო, რადგან კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, ზოგადად, ამ არჩევნების მიმართ და ისიც, რომ კლანური თემა მნიშვნელოვანია. რადგან არ არის ულაპარაკო ლიდერი, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ. აფხაზეთი დღეს ფინანსური მართვის რეჟიმშია მოსკოვის მხრიდან. გინდ ხაჯიმბა ყოფილა, გინდა სხვა მნიშვნელობა არ აქვს.

აფხაზეთში ასეთი განწყობაა ქართველების მიმართ - თქვენ ჩვენ გენოციდი მოგვიწყვეთ და ამიტომ, უნდა გვიმკურნალოთ, რუსების მიმართ არის - ჩვენ შეგინარჩუნეთ ნაპირსაწინააღმედგო კორპუსი სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ უნდა შეგვინახოთ. ეს არის ტრადიციული ხორცმეტული დამოკიდებულება, რომელიც ერის ფსიქოლოგიური ნიშანი გახდა“,- განუცხადა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.

არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
პლასტიკური ბარათი სასურველ ადგილას - ახალი სერვისი "ტერაბანკისგან"
aptiaqi.ge-მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო
კომპანია „ნიკორა ტრეიდმა“ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოველთვიურად 300 000 ლარი გამოყო
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს