პაატა ზაქარეიშვილი - ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის „პრეზიდენტი“, რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებით არაფერი შეიცვლება, ეჭვი მეპარება, ვინც არ უნდა გახდეს „პრეზიდენტი”, საქართველოსთან მიმართებაში ნაბიჯი გადაიდგას, - ასე ეხმაურება ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას.

მისი თქმით, ნებისმიერ ე.წ. პრეზიდენტს რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა კვლავ მოუწევს.

“ამ არჩევნების შედეგებით არაფერი შეიცვლება. რაიმე რომ შეიცვალოს, საქართველომ უნდა შესთავაზოს, აქ კიდევ სტაგნაციაა, არ სცალიათ აფხაზი ხალხისთვის. ამ არჩევნებში ხაჯიმბას, როგორც ჩანს, შანსები აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო სიტუაციაა არშბასთან, რომელმაც მაღალი ხმები აიღო. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, ეჭვი მეპარება, რომ მათ თავისი ინციატივით საქართველოსთან მიმართებაში ნაბიჯი გადმოდგან. ამ ე.წ. არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მას მოუწევს რუსეთთან თანამშრომლობა და ლოიალობის ცალსახად დამტკიცება“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.

„არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო