„დიდი შვიდიანის“ ქვეყნები ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ

„დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, თანხის გამოყოფა ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრაზილიის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ ამაზონის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და „დიდი შვიდიანის“ ლიდერებს მოახლოებულ სამიტზე საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო: "დიდი შვიდიანის" ქვეყნები ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად 22 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა