ჯეიმს აპატურაი - ნატო  აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ნატო აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,“ - წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.

მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.

„არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

იხილეთ ვიდეო: ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს - ჯეიმს აპატურაი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა