რუსეთმა სევეროდვინსკში მომხდარი აფეთქებისას ჰაერში გაფრქვეული რადიოაქტიური იზოტოპები დაასახელა

რუსეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში სევეროდვინსკთან მომხდარი აფეთქებისას აღებულ ნიმუშებში რადიოაქტიური იზოტოპები: სტრონციუმი, ბარიუმი და ლანტანუმი აღმოაჩინა.

8 აგვისტოს მომხდარმა ავარიამ, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, მეზობლად მდებარე ქალაქ სევეროდვინსკში რადიაციის დონის მოკლევადიანი მომატება გამოიწვია.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა იმის გამოცდისას, რასაც მან შეიარაღების ახალი პერსპექტიული სისტემები უწოდა.

მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ იზოტოპების დაშლის შედეგად ინერტული რადიოაქტიური აირების ღრუბელი წარმოიქმნა, რამაც რადიაციის მოკლევადიანი აფეთქება გამოიწვია. იზოტოპები იყო სტრონციუმი 91, ბარიუმი-139, ბარიუმი-140 და ლანტანუმი-140.

რუსეთის სახელმწიფო ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მოხდა საზღვაო ბაზირების რაკეტის ძრავის აფეთქება, რომელშიც გამოიყენებოდა „იზოტოპური ენერგიის წყაროები.“ ამერიკელი ბირთვული ექსპერტები ეჭვობენ, რომ ინციდენტი მოხდა ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტის გამოცდისას.

ამასთან, სეისმური და ბირთვული კვლევების ნორვეგიული ინსტიტუტი NORSAR-ი ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს ადგილი ჰქონდა არა ერთ, არამედ ორ აფეთქებას და რადიაციის გამოფრქვევა მეორემ გამოიწვია. NORSAR-ის ვერსიით, მეორე აფეთქება, სავარაუდოდ, რადიოაქტიურ საწვავზე მომუშავე საჰაერო ბაზირების რაკეტაზე მოხდა. თუმცა, არხანგელსკის ოლქის გუბერნატორმა მეორე აფეთქებაზე ინფორმაცია უარყო.

ამ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა