რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - საქართველო არ მაინტერესებს - მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა.

„ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვს“, - განაცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მან დასძინა, რომ „აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობს“. ყველაფერ დანარჩენს ხაჯიმბამ „უაზრო ლაპარაკი“ უწოდა.

ამ ინფორმაციას „სპუტნიკ- აბხაზია“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართევლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობის" აღიარებას გამოეხმაურა.

„მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

იხილეთ ვიდეო: საქართველო არ მაინტერესებს - რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა