ემანუელ მაკრონი - ბრაზილიელებს ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ - იმედი მაქვს, მალე ისეთი პრეზიდენტი ეყოლებათ, რომელსაც საქმის გაკეთების უნარი ექნება

იმედი მაქვს, ბრაზილიას ძალიან მალე ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის საპასუხოდ განაცხადა, სადაც ის მაკრონის მეუღლის გარეგნობის შესახებ ირონიულად საუბრობს.

„ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, პირველ რიგში მისთვის და მერე ბრაზილიელებისთვის. ბრაზილიელ ქალბატონებს ალბათ, თავიანთი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ,“ - განაცხადა მაკრონმა ბიარიციში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს ბრაზილიელ ხალხს და იმედი აქვს, რომ მათ „ძალიან მალე ეყოლებათ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება.“

ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ემანუელ მაკრონმა ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ჟაირ ბოლსონარუ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა.

იხილეთ ვიდეო: იმედი მაქვს ბრაზილიას მალე ისეთი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც საქმის გაკეთებას შეძლებს - ემანუელ მაკრონი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა