ალხას კვიწინია ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გასვლას პარტია „ამცახარას“ წარმატებად მიიჩნევს

ალხას კვიწინია ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გასვლას პარტია „ამცახარას“ წარმატებად მიიჩნევს. ამის შესახებ მან „სპუტნიკ-აბხაზიას“ განუცხადა.

„ჩვენ გავედით მეორე ტურში, იმედი გვაქვს ყველაფერი ნორმალურად იქნება. მოხარულები ვართ, რომ არჩევნები ჩატარდა წყნარ, მშვიდ გარემოში. „ამცახარამ“ პირველად დაასახელა კანდიდატი საკუთარი რიგებიდან და არ დაუჭირა მხარი სხვას. შედეგები პარტიისთვის წარმატებად მიმაჩნია. მომავალში ბრძოლა, არჩევნები გაგრძელდება“, - განაცხადა კვიწინიამ.

ალხას კვიწინიამ განაცხადა, რომ გუნდის პროგრამა მეორე ტურში არ შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ შტაბის მუშაობის ტაქტიკა და ხარვეზების აღმოფხვრას შეეცდებიან.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.

მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო.

„არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა