სალომე ზურაბიშვილმა მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე მიულოცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედის და ვიცე-პრეზიდენტს, მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილსა და მეჰრიბან ალიევას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტს შორის ძალიან თბილი საუბარი შედგა, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დაგმობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ქალბატონმა მეჰრიბან ალიევამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა სურვილი მათი კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა