ტრამპი - მჯერა, ირანს შეუძლია დიდებული ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, მათ ატომური იარაღი ჰქონდეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვდეს თუ ამისთვის შესაბამისი გარემოებები შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ირანი აღარაა იგივე ქვეყანა, რაც ორწელიწადნახევრის წინ იყო, როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ირანს შეუძლია დიდებული ქვეყანა იყოს...მაგრამ მათ არ შეიძლება ატომური იარაღი ჰქონდეთ,“ - განაცხადა ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ იმისთვის, რომ ამ შეხვედრას დათანხმდეს, ირანი „კარგი მოთამაშე“ უნდა გახდეს.

ტრამპის ამ კომენტარს წინ უძღოდა ირანის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მზადაა ნებისმიერს შეხვდეს, თუ ეს შეხვედრა ირანს სარგებელს მოუტანს.

აშშ-ისა და ირანს შორის არსებული დაპირისპირება ქალაქ ბიარიცში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მუჰამედ ჯავად ზარიფი ბიარიცში25 აგვისტოს მოულოდნელად ჩავიდა. მისი ვიზიტი საფრანგეთის ლიდერის მიწვევით შედგა.

აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც შარშან დონალდ ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და თეირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება გადაწყვიტა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა