კახა კალაძე - არც ერთი განვითარებული ქვეყანა ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს - ეს ის თემაა, სადაც გაერთიანება უნდა იყოს და ამ ძალით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას

არც ერთი განვითარებული ქვეყანა ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც გაერთიანება უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ოკუპაციას წინსვლით და განვითარებით უნდა ებრძოლოს.

“არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ჰყავდათ ჩაყვანილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული და ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები ამის წინააღმდეგ. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც უნდა იყოს გაერთიანება და ამ ძალით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ ჭკუით, განათლებით, წინსვლით, ეკონომიკური გაძლიერებით“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა