ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პირველ კონცერტზე შესრულდა პეტრე ჩაიკოვსკის სერენადა, სემუელ ბარბერის ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No.1.

მსმენელის წინაშე წარსდგნენ სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), დავით შამანაური (საყვირი) და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.

ფესტივალი მისი აღდგენიდან მე-11 წელია იმართება, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

“დასრულდა ჩვენი ფესტივალის პირველი გასვლითი კონცერტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სოლისტებს და გამოვყო ჩვენი ორკესტრი, რომელიც შედგა მუსიკალურ სხეულად და მას სული შთაბერა ვახტანგ მაჭავარიანმა, მისი დიდი მადლობელი ვარ. წინ საინტერესო კონცერტები გველოდება“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

კონცერტის შესახებ ისაუბრა სანდრო ნებიერიძემ.

“ძალიან საინტერესო კონცერტი იყო. ვფიქრობ, პუბლიკა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ორიგინალური პროგრამა გვქონდა, ჩაიკოვსკის მშვენიერი სერენადა, ბარბერის ძალიან ცნობილი ადაჯიო სიმებიანი ორკესტისთვის. ბათუმში პირველად ჩამოვედი კონცერტით, 27 აგვისტოს იან ერიკ გუსტავსონთან და ანა ლიზა ბეზროდნისთან ერთად კლავისინის პარტიას შევასრულებ”, - განაცხადა სანდრო ნებიერიძემ

ამასთან, ორკესტრს მადლობა გადაუხადა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნი, რომ ორკესტრმა გაამართლა თავისი სახელი – ვირტუოზები, ვირტუოზულად დაუკრეს მთელი პროგრამა, როგორც ჩაიკოვსკის სერენადა, ასევე ბარბერის ადაჯიო. ძალიან მიხარია, რომ არაჩვეულებრივი გუნდია, კოლეგიალურები არიან, განწყობა ფანტასტიკურია. სოლისტმა სანდრო ნებიერიძემ ბრწყინვალედ დაუკრა შოსტაკოვიჩის კონცერტი, ასევე დავით შამანაურმა შესანიშნავად შეასრულა საყვირზე და პარტნიორობა გაუწია მას. ტრიუმფალური წარმატებით დაიწყო ლეგენდარული ლიანა ისაკაძის ფესტივალი“, - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.

”ძალიან ბედნიერი ვარ. პუბლიკა თბილი და განსაკუთრებული იყო. ეს ჩემი და სანდროს დებიუტია. ძალიან ნიჭიერია. შევასრულეთ შოსტაკოვიჩის პირველი კონცერტი საყვირისა და ფორტეპიანოსთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ფესტივალს”, - განაცხადა მესაყვირე, დავით შამანაურმა.

ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაშმა.

“უკვე მეთერთმეტე წელია, ბათუმში იმართება ეს ფესტივალი, რომელთანაც წლებია თანამშრომლობს ბათუმის მერია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი ჩვენი ქალაქისთვის და მის მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ”, - განაცხადა ხალვაშმა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია – „არტ ალიანსი“, ხოლო ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ამასთან, ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო