საქართველოს და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში საქართველოს და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე, რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის თემები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, საკონსულო საკითხები, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ზალკალიანის უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს და ყირგიზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე მზარდია ყირგიზი ტურისტების ნაკადი საქართველოში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ყირგიზ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ მადმაროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა ყირგიზეთის მთავრობის მიერ.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა