ბადრი ჯაფარიძე - გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება

გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით მოქმედებენ.

„ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და რომლებიც აგრძელებენ სამწუხაროდ, პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში, ამისთვის გამზადებულია ყადაღის გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ დამტკიცებული. სასამართლოს იმის ნაცვლად, რომ გადაეხედა არის თუ არა რაიმე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები არის უკანონო, არის თუ არა მტკიცებულება და საფუძველი ამისთვის, ნაცვლად ამისა, პირდაპირ დაადასტურა ყადაღის მოთხოვნილება. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან , მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ. ამავდროულად, გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობის და მიზნების მიმართებაში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთის" 500 000-ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
კომპანია "ნოვა" პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს