რაულ ხაჯიმბა პოლიტიკურ ძალებს „მშვიდი წინასაარჩევნო ბრძოლისკენ“ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ პოლიტიკურ ძალებს მშვიდი „წინასაარჩევნო ბრძოლის“ გაგრძელებისკენ მოუწოდა.

რაულ ხაჯიმბა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ოპოზიციის კანდიდატ ალხას კვიწინიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა.

„ხმის მიცემის მეორე ტურამდე დარჩენილ დროში ყველა პოლიტიკურ ძალას მშვიდი, ცივილიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული წინასაარჩევნო ბრძოლისკენ მოვუწოდებ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი გააზრებული და სამართლიანი, ჩვენი ქვეყნის ბედზე ზრუნვით განპირობებული იქნება“, -აღნიშნულია დე ფაქტო „პრეზიდენტის“ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხაჯიმბას სიტყვებით, აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნები უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. „ის, რომ არჩევნები ჩატარდა სიტუაციის დაძაბვის გარეშე, კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მაღალ შეფასებას იმსახურებს. არჩევნებმა საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, აზრის პლურალიზმის არსებობა, გააზრებული არჩევანის გაკეთების უნარი წარმოაჩინა“, - აცხადებს დე ფაქტო „პრეზიდენტი“.

ამ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო