მიხეილ ბატიაშვილი - მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული გახდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული გახდება.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სისტემის კომპლექსური ტრანსფორმაციის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზოგადი განათლების რეფორმა და ის არაერთი პროექტი და ცვლილება, რომელიც სკოლებში ხორციელდება.

„რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურების და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად, ანაზღაურების ზრდა.

მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით! კერძოდ: უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს, ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს!

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.

პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება: უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი, წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი, მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი“, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა