პაულო კოელიო ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადების გამო ფრანგებს ბოდიშს უხდის

ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ ბოდიში მოიხადა ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს საქციელის გამო, რომელმაც მკვეთრი და შეურაცხმყოფელი გამოთქმები გამოიყენა ფრანგი კოლეგის, ემანუელ მაკრონის მეუღლის, ბრიჯიტის მიმართ.

„ეს ცოტა მოსაწყენი ვიდეო გადავიღე, რომ პატიება მეთხოვა ჩემი ფრანგი მეგობრებისთვის შექმნილი კრიზისის გამო. უფრო ზუსტად ბოლსონარუს ისტერიკის გამო საფრანგეთის, საფრანგეთის პრეზიდენტის და მისი მეუღლის მიმართ. მაპატიეთ, მე მაპატიეთ...“, - განაცხადა კოელიომ „ტვიტერზე“ დადებულ ვიდეომიმართვაში.

მწერლის სიტყვებით, ბრაზილიის თავზე „წყვდიადი ჩამოწვა, რომელიც გაივლის, ისე როგორც გადის ღამე“.

თვით მაკრონმა, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მასში სინანულს და მწუხარებას იწვევს. მან დასძინა, რომ „დიდ პატივს სცემს ბრაზილიელ ხალხს და ის იმსახურებს პრეზიდენტს, რომლის საქციელიც მოწოდების სიმაღლეზე იქნება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა