„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი“ 1 სექტემბერს გაიხსნება

„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფეტივალი“ 1 სექტემბერს გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 29 აგვისტოს, 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება პრესკონფერენცია ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის“ შესახებ.

„პრესკონფერენციას ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე, ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ოთარ კალანდაძე და დირიჟორი დავით მუქერია წარუძღვებიან.

პრესკონფერენციას ასევე დაესწრება საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი. ფესტივალსა და სააგენტოს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფესტივალი 1-10 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა