სალომე ზურაბიშვილი - „ბრექსითი“ ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის

ქართველები თავს ევროპელებად თვლიან. ეს არ არის ის, რისკენაც ისინი მიისწრაფიან, ისინი ევროპელები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ისინი ევროპის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები არიან და მიიჩნევენ, რომ ევროპისკენ ლტოლვას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „ბრექსითი“ სხვა ქვეყნებისთვის, შესაძლოა, შესაძლებლობად იქცეს.

„ვფიქრობ, „ბრექსითი“ ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ევროპას რეფორმირებისთვის ახალ შესაძლებლობამდე და ვალდებულებამდე მიიყვანს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ. "უნდა ვიცოდეთ, ევროპის ახალ კონტექსტში ფეხი ზუსტად სად დავდგათ. ჩვენ ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ და უნდა ვიყოთ ძალიან რეალისტურები და ამავდროულად, ძალიან ამბიციურები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, იმავე ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაგმო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა