მეზობლების განცხადებით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.

როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ქალს „მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა არ მკურნალობდა“.

„ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და მალევე გამოდიოდა,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მეზობელმა ლია მიქაძემ.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია.

„დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით“, - განუცხადა „პალიტრანიუსს“ კიდევ ერთმა მეზობელმა ციური ჯიქიძემ.

იხილეთ ვიდეო: მეზობლების ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ქალი რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა