შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს

პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Neue Züricher Zeitung წერს.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია დღეს განაახლა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ შვეიცარია მიმართავს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შემცირდეს თავშესაფრის იმ მაძიებელთა რიცხვი, რომლებსაც ქვეყანაში დასარჩენად საკმარისი საფუძველი არ აქვთ. უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა საქმე დაჩქარებული წესით განიხილება და მათ წესისამებრ არ მიენიჭებათ ლტოლვილის სტატუსიც.

როგორც Neue Züricher Zeitung წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 2017 წლის შემოდგომის შემდეგ მოიმატა როგორც ევროპაში, ასევე შვეიცარიაში და ეს პირდაპირ კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან. გამოცემის ცნობით, შვეიცარიამ უკვე გაატარა სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა რიცხვი მაინც შედარებით მაღალია.

ამ მხრივ გასულ წელს, საქართველო მეხუთე ადგილზე იყო ერითრეას, ავღანეთის, სირიის და თურქეთის შემდეგ. საერთო ჯამში დაფიქსირდა 873 განაცხადი, რაც 2017 წელთან შედარებით 30 პროცენტით მეტია.

იხილეთ ვიდეო: შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს - Neue Züricher Zeitung

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა