დავით ზალკალიანი - უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები.

„მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, განხილვის ძირითადი საკითხი გახლდათ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია საუბრები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე, უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას , ყველა ფორმატს, სამივე ორგანიზაცის ფარგლებში იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და ადგილზე მოინახულეს შექმნილი სიტუაცია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ხვალ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟენევის შემდგომ რაუნდზე, იქნება მსჯელობა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება.

„მე მქონდა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე გაეროს გენერალურ მდივანთან ბატონ გუტიერეშთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან და ასევე ეუთოს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. სწორედ მისი წარმომადგენლები არიან ჩამოსული და ჩემი თხოვნის შესაბამისად მათი ჩამოსვლა დროზე ადრე მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არის მიუღებელი და აუცილებელი იყო, ზუსტად თანათავმჯდომარეების მხრიდან ადგილზე სიტუაციის შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა