ანონსი 29 აგვისტო

29 აგვისტოს, 09:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "აზიური ფაროსანა - გლობალური გამოწვევა" გაიმართება. კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები, რომლებიც საქართველოში სამცნიერო მისიის ფარგლებში იმყოფებიან, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეცნიერები. კონფერენციას გახსნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

29 აგვისტოს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენის შეხვდება.

მის: პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მის: პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

29 აგვისტოს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 აგვისტოს, 11:30 საათზე, პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: პრეზიდენტის შეწყალება

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

29 აგვისტოს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება პრესკონფერენცია ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის“ შესახებ.

მის: ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1

საკონტაქტო პირი: ნინო ცხვიტარია 599307888

29 აგვისტოს, 14:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თამარ ხულორდავას განცხადება რუსულ აგრესიაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

29 აგვისტოს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან ელენე ხოშტარიას და ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლა

საკონტაქტო ინფორმაცია - 598642956

29 აგვისტოს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, დელფიმ სანტიაგო დას ნევეს შეხვდება.

მის: პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 აგვისტოს, 16:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, დელფიმ სანტიაგო დას ნევესი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მის: პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა