ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დღეს აღარ შეინიშნება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დღეს არ შეინიშნება.

ადგილობრივების განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ წნელისთან ახლოს, ჯავშანმანქანების გადაადგილება გუშინ საღამოს შენიშნეს, მას შემდეგ კი, შეიარაღებული პირები აღარ შეუნიშნავთ.

„სადაც გუშინ ტექნიკა შენიშნეს, მაგ ტერიტორიაზე ჩორჩანელებს მიწის ნაკვეთები არ გვაქვს, სოფლიდან მოშორებითაა და პირუტყვის საძოვრებადაც ნაკლებად ვიყენებთ, თანაც, ძირითადად, ტყიანი ფართოებებია. სოფელში სიმშვიდეა. სამართალდამცველები მოძრაობენ ამ ტერიტორიაზე და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ინფორმაცია გავრცელდა თითქოს, სწორედ პოლიციის გადაადგილების გამო გაღიზიანდნენ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხედავთ, ჩვენი სამართალდამცავები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობენ. იმედია, მორიგ პროვოკაციას არ გეგმავენ და მოსახლეობა არ დაზარალდება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა „ძალოვან უწყებებს“ დაავალა, დე ფაქტო რესპუბლიკის „საზღვრები“ გააძლიერონ.

რუსული მედიის ცნობით, „ბიბილოვი საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, სადაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბლოკ-პოსტი განათავსეს“.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ დასახლებული პუნქტების - წნელისის და გვირგვინას რაიონებში „მესაზღვრეებმა“ ჯავშანმანქანებით რეიდი განახორციელეს, რასაც კოორდინაციას ბიბილოვი და „უშიშროების კომიტეტის“ მეთაური ოლეგ შირანი უწევდნენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

იხილეთ ვიდეო: ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დღეს აღარ შეინიშნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა