კომუნიკაციების კომისიას ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

კომუნიკაციების კომისიას ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელევიზიის - „მთავარი არხის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია. დაგეგმილია, რომ „მთავარი არხი“ ეთერში „კომედი არხის“ ავტორიზაციით გავიდეს, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაციის მოდიფიცირება უნდა მოახდინოს, ვინაიდან „კომედი არხს“ ამ დრომდე მხოლოდ სპეციალიზებული ავტორიზაცია აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომისიაში განუცხადეს, სხდომა, რომელზეც ლიცენზიის მოდიფიცირებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ, 5 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კომედი არხის“ შესახებ ინფორმაციის ცვლილება უწყებრივ რეესტრში უკვე ასახა.

„მთავარმა არხმა“ კომისიაში შემოიტანა კომედი არხის ავტორიზაციის მოდიფიცირებაზე განაცხადი უკვე შეიტანა. „კომედი არხის ავტორიზაციის მოდიფიცირების საკითხი დღევანდელ სხდომის დღის წესრიგში ჩასმული არ არის. სავარაუდოდ, შემდეგი ხუთშაბათის სხდომაზე გავა ეს საკითხი. მოდიფიცირებას არ სჭირდება დამატებითი პროცედურები და დოკუმენტების წარდგენა. „კომედი არხს“ ჰქონდა მაუწყებლობის სპეციალიზებული ავტორიზაცია, რომლის საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციასაც ითხოვენ“,- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა