„ვლადიკავკაზ - თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „ვლადიკავკაზ - თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 30 აგვისტოს, 05:00 საათიდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქუბრიანთკარს, ბულაჩაურს, აბანოსხევს, ჭოპორტს, ახატანს, ლაშარის ჯვარს, წითელსოფელს, ბოდორნას, არაგვისპირის, ბიჩნიგაურებს, არანისს, მეზვრიანთკარს, თანიანთკარს, პირმისაანთკარს, ვარსიმაანთკარს, ბაზალეთს, ჩანადირებს, მჭადიჯვარს, ციხისძირს, ანანურს, ზოტიკაანთკარს, შალიკიანთკარს, სოფელ ვარდებს, სოფელ სტანდარტებს, აგრეთვე ასფალტის ქარხანას.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

აღნიშნული ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანის ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა