თამარ ხულორდავა - ოპოზიციის მხრიდან არამადაჯერებელი განცხადებებია, როდესაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე უმოქმედობაში გვადანაშაულებენ

ოპოზიციის მხრიდან არამადაჯერებელია განცხადებები, როდესაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე უმოქმედობაში გვადანაშაულებენ,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა, ოპოზიციის კრიტიკას, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ოკუპაციის შესახებ არ საუბრობს.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

„უკიდურესად დაძაბული ვითარება გვაქვს რუსეთთან, საოკუპაციო ხაზზე მუდმივად გარკვეულ პროვოკაციებს აქვს ადგილი. ამჟამადაც არის ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი სახეზე. ასეთი ტიპის პროვოკაციებს მუდმივად აქვს ადგილი რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით. ამ საკითხებზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მთავარია ჩვენი საზოგადოების უსაფრხთოება. პროვოკაციებზე წამოგების ფასი საქართველომ იცის რა არის, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, თუ რა შედეგებთან შეიძლება გვქონდეს საქმე ამ პროვოკაციების წამოგების შემთხვევაში. ძალიან არამადაჯერებელი პოზიციაა ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი უმოქმედობაში გვადანაშაულებენ, რადგან ძალიან ბევრი რამ კეთდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ მხარდამჭერი მოქმედებები გვაქვს პარტნიორების მხრიდან. ბრალდება, რომ არაფერი კეთდება საერთაშორისო ასპარეზზე, მიუღებელია. ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს ყველა ფორმატში, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან. იმ შედარებას, რასაც უკრაინასთან მიმართებაში აკეთებენ არ გავიზიარებ. საქმე იმაშია, რომ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ უნდა გავააქტიუროთ სანქციებზე საუბარი, თითქოს ეს შეაჩერებს რუსული აგრესიას, თუმცა ვხედავთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვენლოვანია მშვიდობიანად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია“,- განაცხადა ხულორდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა