სენატორები ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში იმ მიზეზებს შორის, რის გამოც რუსეთი „დიდ რვიანში“ არ უნდა დაბრუნდეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ასახელებენ

ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, „დიდ შვიდეულთან“ რუსეთის მიერთების შესაძლებლობაზე ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაიშვას, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს იმის დასადასტურებლად, რომ საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იქნება.

სენატორები პრეზიდენტ ტრამპს ახსენებენ, რომ „დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და მათ შორის, ერთ-ერთ მაგალითად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოჰყავთ.

“პრეზიდენტი პუტინი არანაირ გარემოებებში არ შეიძლება დავუშვათ „დიდ შვიდეულში“, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს, რომელიც დაადასტურებს მის მზადყოფნას საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იყოს. უფრო მეტიც, „დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის მთავრობა თანმიმდევრულად გვაჩვენებს, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობას, მათ შორის: მავნებლური ზეგავლენა მოახდინა აშშ-ის არჩევნებზე 2016 და 2018 წლებში, აქვს მრავალრიცხოვანი და სისტემატიური მცდელობები ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში; ბოროტად ერევა ევროპაში, ჩვენი უახლოესი მოკავშირების დემოკრატიულ პროცესებში; ბრიტანეთში 2018 წელს განახორციელა თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით; აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას; მუდმივად უწევს სამხედრო და სხვა მხარდაჭერას ავტორიტარულ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, ისეთებს როგორებიც არიან ასადის და მადუროს რეჟიმები; ასევე ახორციელებს რუსეთში უმცირესობების ჯგუფებისა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების ფართო დევნას“,- ნათქვამია სენატორების წერილში.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი მხარს უჭერს, რომ „დიდ შვიდეულში“ რუსეთი კვლავ გაწევრიანდეს და ორგანიზაცია ისევ „დიდ რვიანად“ გადაიქცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა