ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამკვირვებლებს არ მიიწვევენ

„საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ მიიწვევენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ე.წ. პარლამენტის“ წარმომადგენელმა განუცხადა.

„საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ კი განმარტა, რომ დამკვირვებლებმა უკვე შეაფასეს პირველი ტურის მომზადება და ჩატარება, ამიტომ მათ მეორე ტურის ჩატარების დროს არჩევნები ხელახლა ალბათ „არ უნდა შეაფასონ“. სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების თაობაზე გადაწყვეტილებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს.

ადრე რუსმა სენატორებმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში არ გამორიცხეს, რომ ისინი შეიძლება ხელახლა მიიწვიონ აფხაზეთში, თუმცა დასძინეს, რომ, როგორც წესი, დამკვირვებლებს მეორე ტურზე არ იწვევენ.

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა (24,83%) და ოპოზიციურ პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთ ლიდერი ალხას კვიწინია (22,91%).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო