ირაკლი ანთაძე - სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა - საოკუპაციო ძალები კი  საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან.

ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.

ანთაძის თქმით, საოკუპაციო ხაზის ცნება პირობითია და ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.

„სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი განთავსებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მის სიღრმეში. რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი დგანან საოკუპაციო ხაზს მიღმა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საოკუპაციო ხაზის ცნება არის პირობითი ცნება. ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც ჩვენ ვახორციელებთ კონტროლს და ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი“, - განაცხადა ანთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა