დავით ქაცარავა - კმაყოფილები ვართ იმით, რომ ასეთი პრინციპული პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ჩორჩანას ტყეში პოსტის შენარჩუნებაზე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლა მოსალოდნელი იყო, რადგან მუქარით სავსე რიტორიკა შეინიშნებოდა ოსური მხრიდან - მივესალმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ შენარჩუნდეს ის პოსტი, რომელიც განლაგდა ჩორჩანას ტყეში", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ ერგნეთში განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეხვედრის ჩაშლა მოსალოდნელი იყო, „რადგან ძალიან მძაფრი და მუქარით სავსე რიტორიკა შეინიშნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში ოსური მხრიდან“.

„ისინი მოითხოვდნენ, რომ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხსნილიყო ის საგუშაგო, რომელიც განლაგდა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ყველა წესის დაცვით ჩორჩანის ტყეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ოსური მხარე, რუსების მხარდაჭერით ბუნებრივია, ითხოვდა, გვაშანტაჟებდა, ულტიმატუმებს გვიყენებდა და მათი ძირითადი მოთხოვნა იყო ამ პოსტის დემონტაჟი და ამ ტყიდან გასვლა. ბუნებრივია, ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ ასეთი პრინციპული პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და მათ მიიღეს პასუხი, რომ ეს პოსტი დარჩება. ამ პასუხის საფუძველზე რუსებმა და ოსებმა გადაწყვიტეს და ჩაშალეს ეს შეხვედრა. ჩვენ, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", მივესალმებით ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ შენარჩუნდეს ის პოსტი, რომელიც განლაგდა ჩორჩანას ტყეში და ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების გვერდში დგომას. ჩვენი სამშვიდობო მისია გაგრძელდება და ვიქნებით იქ, სადაც ვიყავით, ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც შეინიშნება რუსული აგრესია", - განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა ჩაიშალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა