ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა სოფელ წნელისთან სამხედრო ქვედანაყოფები განათავსა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ძალოვანებმა სოფელ წნელისთან, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმი „უისთას“ უწოდებს, სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე გადაყვანილია „უშიშროების კომიტეტის“, ОМОН-ისა და სხვა „ძალოვანი უწყებების“ ქვედანაყოფები.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ქართველი ძალოვანების მიერ სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკპოსტის განთავსებას, „რათა დაცული იყოს სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ“.

ბიაზროვას განცხადებით, ქართულმა მხარემ მძიმე სამშენებლო ტექნიკა უკვე გაიყვანა, მაგრამ საპოლიციო ობიექტის აღჭურვის სამუშაოები არ შეჩერებულა - ხდება სამშენებლო მასალების გადმოტვირთვა.

მისივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართული პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა