ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს, დილის 06:00 საათამდე გაუქმება მოითხოვეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის ჩაშლის მიზეზებს განმარტავს. ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის განცხადებით, „მათ ქართული მხარისგან სოფელ წნელისთან პოსტის მოშორება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს“. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ამ საკითხის განხილვისას, შეწყვიტა და დატოვა დღევანდელი შეხვედრა, რადგან ქართული მხარე არ წამოვიდა კონსტრუქციულ დიალოგზე. შეხვედრის მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ არც კი დაწყებულა საერთო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა",- განაცხადა კოჩიევმა.

ამასთან, კოჩიევის განცხადებით, მათ დღევანდელ შეხვედრაზე პირობა წამოაყენეს, "ქართულმა მხრემ პარასკევს, 06:00 საათამდე გააუქმოს აღნიშნული უკანონო პოსტი".

"იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მიიღებს ყველა კანონიერ ზომას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის", - განაცხადა კოჩიევმა.

მისივე თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა, „თუმცა ამის დამამტკიცებელი არაფერი აქვთ“. როგორც კოჩიევი ირწმუნება, პოსტი პირიქით, „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული" და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები აქვთ.

საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანაში პოლიციის პოსტის გაუქმებისთვის ქართულ მხარეს 06:00 საათამდე მისცეს ვადა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო